вторник, 15 декабря 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

 

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მინდია ცხვედიანი
რაიონი
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
სკოლა
სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა
ქალაქი
ამბროლაური
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ის უნიკალურია
თემის შინაარსი
 მეცნიერთა ვარაუდები და ფაქტები  ქართული ანბანური დამწერლობის წარმოშვების შესახებ, მისი განვითარების ეტაპები. კავშირი მსოფლიოს უძველეს დამწერლობებთან, თანამედროვე აღმოჩენების კვლევა.

საგანი
ისტორია (კულტურა, რელიგია, ლიტერატურა)
დონე/კლასი  
მეცხრე კლასის სამოქალაქო კლუბის 8 მოსწავლე
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
       მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ;
         მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ. წერს თემას, რომელშიც განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს (მაგ.: ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან ელინისტურ ხანაში)
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
            ზოგადი კითხვა





რა ვიცით მსოფლიოში  ანბანური დამწერლობების შესახებ?











       თემატური კითხვები

       რატომ გვხვდება ბერძნული და არამეული წარწერები საქართველოს ტერიტორიაზე?
         რით იყო  გამოწვეული კორიონის ისტორიაში მესროპ მაშტოცის წარმოჩენა ქართული და ალბანური ანბანური დამწერლობის შემქმნელად?
        რას მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ?




  შინაარსობრივი კითხვები
      რა შედეგები მოგვცა ივანე ჯავახიშვილის კვლევამ ?
      რისი თქმის საფუძველს გვაძლევს ქართული დამწერლობის შესახებ თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენები ?
      რამდენად ეთანხმებით , რომ ქრისტიანობის გავრცელებამ გაანადგურა მანამდე არსებული წერილობითი ნაშთები ?
      რა განვითარების ეტაპები გაიარა თანამედროვე ქართულმა ანბანმა ?
      რომელი დამწერლობა ან დამწერლობები მოახდენდნენ გავლენას ქართული ანბანის შექმნას და შემდგომ განვითარებაზე?
     

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ




გონებრივი იერიში.
მინი ლექცია.

კითხვარის შევსება
ინდივიდუალურად.

განმავითარებელი შეფასება,

ურთიერთშეფასების ცხრილი,
დისკუსია.


ინფორმაციის მოძიება ინდივიდუალურად.

ინფორმაციის დახარისხება წყვილში და ჯგუფურად.

საინფორმაციო ბროშურის შექმნა ჯგუფურად.
დაკვირვება, ფასილიტაცია.


ჯგუფური მუშაობის შეფასება

ბროშურის შეფასების ჩეკლისტი
პრეზენტაცია
სპეციალისტების და საპატიო სტუმრების თანდასწრებით.

ფოტოების გადაღება, კომენტარების რვეულის წარმოება

კედლის გაზეთის მომზადება
პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი.


სტუმრების კომენტარები ჩანაწერთა რვეულში.



გაზეთის შეფასების ჩეკლისტი


.



შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
განმავითარებელი შეფასება, ურთიერთშეფასების ცხრილი, ჯგუფური მუშაობის შეფასება, ბროშურის შეფასების ჩეკლისტი, პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი, კომენტარების რვეული, გაზეტის შეფასების ჩეკლისტი.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
წერის, კითხვის და მეტყველების კარგი დონე.
ინფორმაციის მოძებნა ინტერნეტში
Pover- point-ში პრეზენტაციის გაკეთება
Vord-ში მუშაობა
ვიდეო-აუდიო ფაილებზე მუშაობა
სასწავლო პროცედურები

          კლუბის 8-ვე მოსწავლე პედაგოგთან ერთად  შეიკრიბება სკოლის ბიბლიოთეკაში 15.03.2016 წ 16.00 სთ .გაეცნობიან წარმოდგენილ ინიციატივას , ჩატარდება გონებრივი იერიში , მოსწავლეები თამამად გამოთქვამენ თავიანთ აზრებს და შეხედულებებს. იღებენ განმავითარებელ შეფასებებს , უტარდებათ მინი ლექცია, ეძლევათ დავალება მიღებული ინფორმაციის განსამტკიცებლად. მესამე დღეს ავსებენ პედაგოგის მიერ შედგენილ კითხვარს , ხდება პროექტზე მუშაობის დაგეგმვა და მიმართულებების გარკვევა ურთიერთშეფასების და დისკუსიის შემდეგ.
      ეძლევათ ერთი კვირა ინფორმაციების ინდივიდალურად მოგროვებისათვის მოსწავლეები ინტერნეტის და სახელმძღვანელოში არსებული მასალის საშუალებით დაადგენენ უძველეს ქართულ ხელნაწერებს, განსაზღვრავენ მათი დაწერის თარიღებს, შეადარებენ სხვა უძველეს დამწერლობებს , ჩამოუყალიბდებათ შეხედულება  ქართული ანბანის შექმნის და განვითარების თავისებურებებზე.
      23.03.2016წ. მოსწავლეები წყვილებში იწყებენ ინფორმაციების ურთიერთშეჯერებას , კრიტიკულად მიუდგებიან წერილობით და ნივთიერ  წყაროებს, არქეოლოგიურ მასალებს. უკვე ჯგუფურად ახარისხებენ პირველად და მეორად წყაროებს , ეხმარებიან ერთმანეთს, ამზადებენ საინფორმაციო ბროშურას ელექტრონულად და მატერიალურად გასავრცელებლად .ბროშურა შედგენილია ორ ენაზე ქართულად და რუსულად. ემზადებიან პრეზენტაციისათვის აკეთებენ სლაიდშოუს. არჩევენ  და ეპატიჟებიან მოსაწვევ სტუმრებს. ფასდება ჯგუფური მუშაობა .
    5.04.2016 წ.  იმართება  პრეზენტაცია  ისტორიკოსების,ენათმეცნიერების , საპატიო სტუმრების  , პედაგოგების და დაინტერესებული მოსწავლეების მონაწილეობით, პრეზენტაციაში წინაწარი სცენარის მიხედვით მონაწილეობას იღებს რვავე მოსწავლე . ისმენენ სტუმრების კომენტარებს, თხოვენ მათ ჩანაწერების გაკეთებას სპეციალურ რვეულში. იღებენ სამახსოვრო სურათებს.
     იწყება  1 კვირიანი მზადებას კედლის გაზეთისათის. პროექტის მსვლელეობა , გარკვეული და მოძიებული მასალები, ჩანაწერები, ფოტოები, დიზაინის  და ადგილის შერჩევა. კედლის გაზეთი მზად უნდა იყოს 14 .04. 2016 წელს დედა ენის დღისადმი მიძღვნლ ღონისძიებისათვის. ფასდება გაზეთის შეფასების ჩეკლისტით.










დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეც.საჭიროებების მოსწავლე, რომელსაც გადასაადგილებლად ეტლი სჭირდება, თითქმის ყველა აქტივობაშია ჩართული: ავსებს კითხვარს, ეძებს ინფორმაციას, აქტიურია ბროშურის , საპრეზენტაციო და კედლის გაზეთის  მასალების მომზადებაში. 

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)




მოსწავლისათვის  , რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ერთი  წელია რაც სკოლაში გადმოვიდა , ქართული არაა მშობლიური ენა. უჭირს წერითი დავალებების შესრულება, აქტიურია პროექტის ყველა ეტაპზე განსაკუთრებით ბროშურის შედგენისას (ორ ენაზე შევადგიეთ) ზეპირ დავალებების შესრულებისას თითქმის არა აქვს პრობლემა.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

ხშირად გვევლინებიან ლიდერებად, ახდენენ სიღრმისეულ გამოკვლევებს და ანალიზს მაღალ დონეზე , ეხმარებიან და თანამშრომლობენ ჯგუფის ყველა წევრთან. კარგად მუშაობენ დამოუკიდებლად.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ფლიფჩარტები, ეკრანი, ფერადი ქაღალდები, კედლის გაზეთის ჩარჩო. ფლეშკა, ფერადი ფანქრები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
 მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები .



Комментариев нет:

Отправить комментарий