- პროექტის სახელი: გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობა.
- პროექტის სრული აღწერა: გაეცნობიან "გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლებს, გაანალიზებენ რა ინტერესები ჰქონდა რუსეთს და რა იყო სასარგებლო ქართლ–კახეთისთვის, რა საშიშროებას შეიცავდა რუსეთთან დაახლოება. დაამუშავებენ მკვლევართა შეფასებებს "გეორგიევსკის ტრაქტატის" შესახებ. დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას. შექმნიან ბლოგს ინტერნეტში.
- მონაწილეთა ასაკი: 15–18 წელი. III საფეხური.
- მნიშვნელობა|აქტუალობა: კვლევაში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ განსხვავებული დამოკიდებულებები. დააფიქსირებენ პოზიციას რამდენად გამართლებული იყო ხელშეკრულების დადება, რისი შეცვლა შეიძლებოდა 21–ე საუკუნის გადასახედიდან. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოუტანა ტრაქტატმა საქართველოს.
- პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში. საკლასო დისკუსია. პოზიციების გაცვლა–გაზიარება.
- მოსალოდნელი შედეგები: დამუშავებული მასალის დახმარებით დაიცვან განსხვავებული დამოკიდებულებები. ინტერნეტთან და წყაროებთან მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება. ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების პრაქტიკა. საერთაშორისო ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დამოუკიდებელი შეხედულებების ჩამოყალიბება და დასკვნების დამოუკიდებლად მიღების უნარის გაღვივება.
- სამუშაო ენა– ქართული
- საგნებთან, ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ისტორია
ისტ. X. 1. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• ადარებს ორ წყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას (ან გვაძლევს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას); მსჯელობს იმ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობა (მაგ.: ისტორიული წყაროს შექმნის ეპოქა და გარემო, ავტორის ეროვნება, მისი პოლიტიკური თუ რელიგიური ორიენტაცია, სოციალური სტატუსი და სხვ.);
• ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
• მსჯელობს სხვადასხვა ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი ისტორიული მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში;
• ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან; მსჯელობს, რამდენად არის დაკავშირებული ისინი ერთმანეთთან (მაგ. მემატიანეები თავად არჩევენ ფაქტებს, რომლებსაც ისინი უტოვებენ მომავალ თაობებს, ამიტომაც მატიანე არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტების შემცველი დოკუმენტი, იგი ამავდროულად არის ინტერპრეტაციაც _ ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ფაქტები გვამცნობს მემატიანეთა შეფასებას მათი მნიშვნელობის შესახებ);
• ასხვავებს ისტორიულ ფაქტების ანალიზზე დაფუძნებულ ჰიპოთეზას და ისტორიკოსის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას (ვარაუდს), რომელიც არ ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს; გამოთქვამს მოსაზრებას (ვარაუდს) და წყაროების შესწავლის საფუძველზე ამოწმებს მის სისწორეს.
ისტ. X. 3. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);
• მომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას (მაგ.: სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში);
• განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს: დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორეულ წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორეული წყაროების გამოყენება;
• ადგენს `სამუშაო~ ბიბლიოგრაფიას (მაგ.: ა) ენციკლოპედიის სტატიის ბოლოს მითითებული წიგნების მიხედვით; ბ) მასწავლებლის მიერ დასახელებული წიგნის სქოლიოებში ან გამოყენებულ ლიტერატურის სიაში მოიძიებს და შეარჩევს ორ ან სამ გამოკვლევას);
• მოსწავლე ბიბლიოთეკაში კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას;
• დროის მოკლე მონაკვეთში განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის წიგნი ან სტატია მომავალი კვლევისათვის (მაგ. წიგნის შესავლის, წინასიტყვაობის, სარჩევის თავებისა და ქვეთავების, სტატიის შესავალში ავტორის ჰიპოთეზის გაცნობის საშუალებით);
• კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
• საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური, ლიტერატურული და მუსიკალური წყაროებიდან (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობები, რომანები, პოეტური და დრამატურგიული ნაწარმოებები, ფოლკლორული, პოპულარული თუ კლასიკური მუსიკა);
• კვლევის პროცესში იყენებს სხვადასხვა ტიპის დიაგრამებს ისტორიული წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის განმარტებისა თუ ილუსტრაციის მიზნით;
• კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს;
• მასწავლებლის დახმარებით ირჩევს სახვითი ხელოვნების ნაწარმოებს, ვიზუალურად სწავლობს მას და წერს მოკლე თემას, რომელშიც გადმოგვცემს, თუ რას გვეუბნება ნაწარმოები თავისი ეპოქის შესახებ და რატომ ფიქრობს იგი ასე.
9. პროექტის იდეის ავტორი – მინდია ცხვედიანი
10. პროექტის ავტორის ელ.ფოსტა – mindiacxvediani@gmail.com
11. პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი: http://cxvediani.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий